ფოტოაპარატი ფოტოგრაფის საქმიანობის მნიშვნელოვანი ატრიბუტია,დღეს 21–ე საუკუნეში, აპარატის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია,ჩვენ ლამაზ წუთებს ხომ სწორედ ფირზე ვღბეჩდავთ.
Thursday, June 9, 2011
ლუი დაგერი და დაგეროტოპია
ლუი ჟაკ მანდე დაგერი (დ. 18 ნოემბერი. 1787, კორმეიზ-ან-პარიზი, სენა და უაზი — გ. 10 ივლისი. 1851, ბრი-სიურ-მარნი), ფრანგი გამომგონებელი ფოტოგრაფიის დარგში, პროფესიით მხატვარი. 1822 შექმნა პირველი დიორამა, შეიმუშავა ფოტოგრაფირების ხერხი - დაგეროტიპია.
ახლა შეხედეთ კაცის მიერ გადაღებულ პირველ ფოტოს. ეს არის ე.წ. დაგეროტოპია, რომელიც გადაიღო თვით მეთოდის ავტორმა Louis Daguerre 1838 წელს, ადგილზე სახელწოდებით Boulevard du Temple პარიზში. დაგეროტოპიის შესაქმნელად საჭიროა ხანგრძლივი 10 წუთიანი ექსპოზიცია და ადამიანები, რომლებიც ბულვარზე დადიან, უბრალოდ არ ჩანან, მაგრამ ერთი კაცი მაინც გამოჩნდა კადრში და დაწვრილებითში გაიგებთ რატომაც ...
ინფორმაციის წყარო იხილეთ აქ

წარმოშობის ისტორია
ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება. ფოტოხელოვნება პირველი "ტექნიკური" ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტური ფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია და გამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).
ხელოვნების ყოველ მიმართულებას თავისი ორეული ჰყავდა პიქტორულ (ფერწერის მიმბაძველი) ფოტოგრაფიაში. პიქტორალიზმს შემდგომში მხატვრული ფოტოგრაფია ეწოდა. მისმა მიმდევრებმა ბევრი გააკეთეს ფოტოგრაფიის გამომსახველობასა და პლასტიკურ ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის მისაღწევად. განსაკუთრებულ წარმატებებს მათ ფოტოპორტრეტში მიაღწიეს. ფოტოხელოვნების სხვა ჟანრები ამ დროს მთლიანად პიქტორული მიმართულებისა იყო; იქმნებოდა ძალიან რთული კომპოზიციები, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე ნეგატივის მონტაჟს მოითხოვდა.
XIX საუკუნის II ნახევარში ეთნოგრაფიულ-ნატურული ფოტოგრაფია მიზნად ისახავდა ცხოვრებისეული მასალის ზუსტ ფიქსაციას და საფუძვლად დაედო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის წარმოშობას. ფოტოხელოვნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოგრაფიაში მოპოვებულ ტექნიკურ და მეცნიერულ მიღწევებს. იქმნებოდა სრულიად ახალი, სრულყოფილი და მრავალფეროვანი ფოტოობიექტივები და ფოტოოპტიკის სხვა ელემენტები; საფუძველი ჩაეყარა ფერად ფოტოგრაფიასაც. ფოტოხელოვნების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე. მაიბრიჯის მიერ ხვადასხვა წერტილებზე დადგმული რამდენიმე კამერით გადაღებულ ფოტოსურათების ციკლს, რომელშიც გამომჟღავნდა მოძრაობის პლასტიკის არაჩვეულებრივი სილამაზე. ამ სიახლეებმა XX საუკუნის ფოტოხელოვნებაში გააძლიერა რეალური სამყაროს ფორმების ინტერპრეტაციისადმი ინტერესი. 1910 წლებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა დოკუმენტალიზმი. გაძლიერდა ინტერესი ყოველდღიური ცხოვრების მიმართ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოხელოვნებისათვის რეპორტაჟულ გადაღებას "ფარული კამერით", ხანგრძლივ ფოტოგაკვირვებას (ე.წ. ჩვეულებრივი კამერით), ფოტოსურათების შექმნას. დოკუმენტური ფოტოხელოვნების ამ ფორმების ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული კინოფირიანი მსუბუქი კამერის "ლაიკის" შექმნასთან.
1910-20-იან წლებში ინტენსიურად იკვლევდნენ ფოტომასალების გამომსახველობით შესაძლებლობებს; პოპურალური იყო ფოტოაპარატის გარეშე მიღებული გამოსახულებანი: მგრძნობიარე ქაღალდზე დებდნენ სხვადასხვა საგანს, რომლების სინათლის მოქმედებით ტოვებდნენ კვალს. ამ ცდებმა საფუძველი ჩაუყარეს ფოტოგრაფიას, რომელმაც გაამდიდრა ფოტოხელოვნების მხატვრული ხერხების არსენალი.
1950-60-იან წლებში უცხოური დოკუმენტური ფოტოხელოვნება ხასიათდება ჟანრული ფოტოგრაფიის განვითარების მრავალფეროვნებით. მხატვრულმა ფოტოგრაფიამ კი, რომელიც XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ფოტოხელოვნების განვითარების ერთადერთ გზად მიაჩნდათ, XX საუკუნის შუა წლებში საკმაოდ მოკრძალებული ადგილი დაიკავა. ფოტოდოკუმენტალიზმისაგან განსხვავებით, რომელიც უშუალოდ აფიქსირებს ცხოვრებისეულ მომენტებს, მხატვრული ფოტოგრაფია განაგრძობდა არსებობას, როგორც ფოტოშემოქმედების გარკვეული ფორმა. ნატურის ინტერპრეტაცია აქ ხდება ხელოვნური გარემოს (ფოტოატელიე) ანდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული დამუშავებით (ფოტომონტაჟი, ფოტოგრაფიკა და ა.შ.). მხატვრულ ფოტოგრაფიაში აირეკლება სახვითი ხელოვნების მრავალფეროვანი მიმართულება, მათ შორის მრავალი კრიზისული ტენდენცია.ვითარდება აგრეთვე გამოყენებითი ფოტოხელოვნებაც. კომერციული მიზნები აქ ხშირად გადაჯაჭვებულია ჭეშმარიტად მხატვრულ შემოქმედებასთან.

Friday, April 1, 2011
თემის ბიბლიოგრაფია
ბიბლიოგრაფია თემაზე ფოტოგრაფია იხილეთ აქ
Friday, March 25, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)